გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე მოგება აშორებს

გააზიარეთ

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ჩოგბურთელი შემოგვრჩა – მარიამ ბოლქვაძე. ჩვენებურმა მეორე წრეში იაპონელ ჰაიუ კინოშიტას 6:3; 6:2 მოუგო და ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი გამარჯვება სჭირდება.

პირველ სეტში ბოლქვაძემ მეტოქე სამჯერ დააბრეიკა, ხოლო საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დათმო და დამაჯერებლად მოიგო. ბოლქვაძე კიდევ უფრო უკეთესი იყო მეორეში – მარიამი 5:1 დაწინაურდა, რის შემდეგ მატჩის მოგება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ბოლქვაძის მეტოქე ბელგიელი ჟელინ ვანდრომე იქნება.

ტურნირს გამოეთიშა ეკო გორგოძე, ვინაც ფრანგ ლოლიტა ჟანჟანთან ვერაფერი გააწყო და 3:6; 2:6 დამარცხდა..

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი