გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბოლქვაძე USA open-ის საკვალიფიკაციოს ფინალშია

გააზიარეთ

USA open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრე მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით გაიარა. ჩვენებურმა 21 წლის წლის რუსი, ალევტინა იბრაგიმოვა 6:4; 6:3 დაამარცხა.

არადა, მარიამმა ძალიან ცუდად დაიწყო და დასაწყისში 0:3 ჩამორჩა, მაგრამ მალევე გონს მოვიდა და ცოტა ხანში 5:3 თავად დაწინაურდა, რის შემდეგ წესიტ მოგება არ გასჭირვებია. მეორე სეტის დასაწყისშივე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგ უპირატესობა ქართველმა მოიპოვა და 5:2 დაწინაურდა. სეტის ბოლო მორიგი გაცვლა და ბოლვაძე საკვალიფიკაციოს ფინალშია, სადაც ნიდერლანდელ ანოუკ კუვერმანს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე წრეში გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი, ხოლო ეკო გორგოძე ბრძოლას ჯერაც აგრძელებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი