
პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის მიერ დასახებულ პირველ სანაკრებო, 34-კაციან გაფართოებულ სიაში ცხრა პოტენციური დებიუტანტია.
პოტენციური დებიუტანტებიდან ექვსი ლეგიონერია, ორი შავი ლომში ირჯება, ერთი კი, საქართველოს პირველ ლიგაში მოთამაშე ბოლნისის ყოჩების ღირსებას იცავს.
მათი უმრავლესობა ეროვნულ გუნდში საქართველოს ასსაკობრივი ნაკრებების გავლით მოხვდნენ. თუმცა, არის გამონაკლისიც.
ახალი სახეებიდან ყველაზე ასაკოვანი ნიკოლოზ რეხვიაშილია. 28 წლის მორაგბე კარიერის განმავლობაში მშობლიური კლუბის, ყოჩების ერთგულია და გუნდი არც მაშინ მიატოვა, როდესაც პირველ ლიგაში დაქვეითდა. რეხვიაშვილს ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშმა არ მოუწია, მაგრამ განვითარება განაგრძო და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. სწორედ შვიდკაცა გუნდში გამორჩეული თამაშით იცნობს რაგბის გულშემატკივარი და ახლა 15-კაცა ნაკრებში მოსინჯავს ძალებს.
24 წლისაა თბილისის აკადემიას აღზრდილი ბურჯი მამუკა მსტოიანი, რომელიც 2021 წლიდან ფრანგულ აჟენში გადავიდა და ორი წელი ესპუარებში გაატარა; 2023 წლიდან კი პირველ გუნდს გაუშინაურდა და შარშან პრო დე 2-ში 22-ჯერ (1 ლელო) ითამაშა; მიმდინარე სეზონში კი, კლუბის მაისურით უკვე 12 მატჩი (1 ლელო) აქვს ჩატარებული; 2019-20 წლებში 20-წლამდელთა ნაკრებში მოიაზრებოდა და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაუქმდა და ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ვეღარ შეიძინა.
ქუთაისის აიას აღზრდილმა ფულბეკმა ოთარ მეტრეველმა, ბორჯღალოსნების კვართით 2025 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკული ჩიტასის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ კლუბის წინააღმდეგ თამაში სანაკრებო კეპად არ ითვლება და ოფიციალურ დებიუტს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება. კოვიდ-პანდემიის გამო 21 წლის მორაგბეს 18-წლამდელთა ტურნირები გაუცდა, მაგრამ 20 წლამდელებში კარგი თამაშით ყურაადღება მიიქცია; ამჟამად შავი ლომის ღირსებას იცავს და ჩელენჯ თასზე დებიუტიც ჰქონდა.
2005 წელსაა დაბადებული ხუთი მორაგბე, საიდანაც სამი მეორეხაზელია.
იუნკერების აღზრდილია თემურ წულუკიძე, რომელიც 2024 წლიდან საფრანგეთში, ოიონას ესპუარებს შეუერთდა. ზურგს უმაგრებს როგორც 18, ასევე 20 წლამდე ნაკრებში ჩატარებული მაღალი დონის მატჩების გამოცდილება; ბორჯღალოსნების შეკრებაზე გასულ წელსაც იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია.
მსგავს სიტუაციაშია დავით ლაგვილავაც, ვინაც ასევე ორ-ორი წელი ითამაშა 18 და 20 წლამდე ნაკრებებში. ქუთაისის აიადან ჯერკიდევ 2023 წელს ფრანგული გრენობლის ესპუარებში გადავიდა; მიმდინარე სეზონის წინ ტოპ 14-ის პერპინიანს შეუერთდა და ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჰქონდა დებიუტი.
ადრეული ასაკიდან წავიდა საფრანგეთში ქუთაისელი გაგი მარგველაშვილი, რომელიც ტოპ 14-ის რასინგის ესპუარებში ირიცხება, საიდანაც, ჯერ საქართველოს 18 წლამდე, შემდეგ კი 20 წლამდე ნაკრებებში მოხვდა.
ლელოს აღზრდილია მესამე ხაზელი ანდრო დვალი, რომელიც 2024 წელს ფრანგულ პერპიანიანის ესპუარებს შეუერთდა, რამდენჯერმე კი, პირველი გუნდის შემადგენლობაში ტოპ 14-შიც ითამაშა. მანაც ორ-ორი წელი გაატარა ორივე ასაკობრივ ნაკრებში და იყო ორივე გუნდის კაპიტანი; ეროვნულ გუნდში გამოძახება პირველად მიიღო.
9 ნომრის პოზიციაზე დებიუტის შანსი ექნება გიორგი სპანდერაშვილს, რომელმაც თავი ასაკობრივებში თამაშისას დაგვამახსოვრა. თბილისის ლელოს აღზრდილი მორაგბე 2025 წელს შავ ლომში დაწინაურდა, ჩელენჯ თასზე „დიდი მატჩების“ გამოცდილებაც შეიძინა, ახლა კი, ეროვნულ გუნდში დებიუტს ელოდება.
ცენტრი დავით ბარბაქაძე ბორჯღალოსნებში გამოძახებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე უმცროსია. 19 წლის მორაგბემ თამაში არმიაში დაიწყო და კაცთა ლიგაში, დიდ 10-შიც ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი; იყო ორივე ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და 20 წლამდე გუნდში თამაში წელსაც ეკუთვნის. მისი მონაცემები უყურადღებოდ არც სკაუტებს დარჩენიათ – მიმდინარე სეზონის წინ ბარბაქაძე ტოპ 14-ის ლიონის ესპუარებს შეუერთდა.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoსაქართველო ნიდერლანდებისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 10 საათის agoერთა თასს თბილისში და უმაყურებლოდ დავიწყებთ
გააზიარეთ2026-27 წლების ერთა ლიგის სეზონის წილისყრა რომ გაიმართა, უკვე იცით. ცნობილია კალენდარიც – ვის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 10 საათის agoბარსელონა ევროლიგაში პარიზთან დამარცხდა
გააზიარეთევროლიგაში მორიგი მატჩები გაიმართა და თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მარცხი იწვნია. კატალონიელები საკუთარ არერნაზე პარიზს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი