გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნების კომენტარები რუმინეთთან მატჩის წინ

გააზიარეთ

8 მარტს, საქართველო-რუმინეთი რაგბის ევროპის ფინა;ის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასსაც გაითამაშებენ.

მატჩის წინ კომენტარებს ჩვენი გუნდის მორაგეები აკეთებენ.

ბექა საღინაძე:

„რუმინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი მეტოქეა. ისინი გამორჩეულები არიან სტატიკურ ფაზებში – შერკინებაში, მოლსა და ძალისმიერი თამაშში. ამ არეალში დიდი გამოწვევა გვექნება, თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა“.

მიხეილ ბაბუნაშვილი:

„საკმარისი დრო გვქონდა და მზადების პროცესმა კარგად ჩაიარა. მძიმე დღეები და ბოლო ეტაპიც გავიარეთ და თამაშისთვის მზად ვართ. რუმინეთი ისტორიული მეტოქეა. მათ წინააღმდეგ არაერთი თამაში ჩაგვიტარებია. მძიმე გუნდი ყავთ, რასაც განვლილ მეტოქეებზე ვერ ვიტყვი. ველოდებით ფიზიკურ თამაშს, რისთვისაც მზად ვართ. ანთიმოზ ივერიელის თასი დიდი ხანია ჩვენს მფლობელობაშია და ის ახლაც აუცილებლად თბილისში უნდა დარჩეს“.

მიხეილ ალანია:

„რუმინეთთან 2027 წლის მსოფლიო თასზეც მოგვიწევს თამაში და აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრას დამატებითი ინტერესი აქვს. ვფქრობ, კარგი მოწინააღმდეგე იქნება. მათ მრავლად ყავთ ახალი მოთამაშეები და გუნდის შენების პროცესში არიან. ეს თამაში მათთან მომავალი დაპირისპირებისთვის მზადებაში დაგვეხმარება“.

თედო აბჟანდაძე:

„ვფიქრობ, ხარსხიანი და კარგი თამაშის ჩასატარებლად მზად ვართ. ნაყოფიერი კვირა გვქონდა და იმ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშავეთ, რომლებიც წინა თამაშში დავუშვით. რუმინეთთან თამაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობის იყო, რასაც დამატებით წნეხს ისიც სძენს, რომ მასში „ანთიმოზ ივერიელის თასი“ თამაშდება. ყველა მოთამაშის სურვილია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ თასი შემართოს. რუმინეთს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ყავს და მათ ჩვენს დადებით მხარეებს დავუპრისპირებთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები