
ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შევიდნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.
გაფართოებულ შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილებაა: ბურჯების – ლაშა ფხაკაძისა და გიორგი მელიქიძის ნაცვლად, გუნდს ინგლისის ექსეთერ ჩიფსის ნიკა აბულაძე და ფრანგული ტულონის ბურჯი ბექა გიგაშვილი დაეხმარებიან.
ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ თამაშს თბილისში, ავჭალასა და მიხეილ მესხზე გამართავენ: 7 ნოემბერს კანადასთან ავჭალაზე; 14 ნოემბერს ასევე ავჭალაზე ტონგასთან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-სთან “მიხეილ მესხზე”. სამივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ა, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიური პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. A ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; B ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.
თითოეული გუნდი, ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში, წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის ნოემბრის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ვანო კარკაძე (ოიონა), ლუკა გოგინავა (ბეზიე), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი);
მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (ორივე შავი ლომი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), კოტე მიქაუტაძე (ბრივი), გიორგი ჯავახია (ანგულემი);
მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ბექა გორგაძე (პო), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა შვანგირაძე (ლიონი);
ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (ანგულემი), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი);
მგეზავი: ლუკა მატკავა (ოიონა), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი);
ცენტრი: გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), გიორგი ხაინდრავა (ნიცა), თორნიკე კახოიძე, ლუკა ტაბატაძე (ორივე შავი ლომი);
ფრთა: ოთარ მეტრეველი, აკაკი ტაბუცაძე (ორივე შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).
იხილე მეტი
-
ფეხბურთი
/ 20 საათის agoინფანტინო არჩევნებზე მარტო აღარ იქნება
გააზიარეთ2027 წელს გასამართ FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი და აქამდე ერთადერთი კანდიდატი ჯანი ინფანტინო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ხელბურთი
/ 20 საათის agoხარისხი ტრავმირებულებზე მეტად დაგვაკლდა
გააზიარეთსაქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მძიმედ დაიწყო. რუბენ გარაბაიას გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 20 საათის agoსაქართველო წლის დასკვნითი მატჩების ემზადება
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი