გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნებს ესპანეთისთვის ექვსი მორაგბე დაემატა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები, 21 თებერვალს თბილისში, ავჭალაზე ესპანეთს დაუხვდება და მათი დამარცხებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდება.

ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა და ნახევარფინალში თამაში დაიბევა. ბორჯღალოსნებმა სტუმრად ჯერ შვეიცარია დაამარცხა 54:3, მერე კი, ნიდერლანდები – 61:12; ესპანეთმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 51:33 აჯობა, შვეიცარიას კი შინ დაუხვდა და 53:14 სძლია. გუნდებს 10-10 ქულა აქვთ და საქართველო მეტოქეს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსით ჯობნის.

მომავალმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობით. ნახევარფინალები 7 და 8 მარტს გაიმართება.

B ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი (10) პორტუგალიამ მოაგროვა, პირველ ადგილზეა და ნახევარფინალის საგზური განაღდებული აქვს, მეორე გუნდის ვინაობა კი დასკვნით ტურში გაირკვევა. ორი თამაშის შემდეგ ხუთი ქულით მეორე ადგილზე ჯერჯერობით რუმინეთია და პორტუგალიას ლისაბონში ეწვევა. ოთხი ქულა აქვს გერმანიას, ბელგია კი, უქულოდაა. ეს გუნდები ერთმანეთს ბელგიაში გაეჯიბრებიან.

ესპანეთთან მატჩს საქართველო ნამატით ხვდება. გაფართოებულ შემადგენლობას ერთბაშად ექვსი მოთამაშე დაემატა.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ კლერმონის ბურჯი გიორგი ახალაძე, ლა როშელის კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე, სტად ფრანსეს ბურჯი გიორგი მელიქიძე და ტულონის მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. მათ გარდა დაგვემატა ორი ფულბეკი – დავით ნინიაშვილი ლა როშელიდან და ლუკა ცირეკიძე შავი ლომიდან. არის ერთი დანაკლისიც – საკუთარ კლუბს, ოიონას მეორეხაზელი თემურ წულუკიძე დაუბრუნდა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები