გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნებს ხუთი გამოაკლდა და ორი დაემატა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან (54:3) გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდებში გადავიდა და მასპინძლებთან სათამაშოდ იქ მოემზადებიან. 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს ჩვენი გუნდი ამსტერდამში გამართავს და 16:00 საათზე დაიწყება.

მომავალი მატჩის წინ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. შეთანხმების საფუძველზე, გიორგი ახალაძე, ალექსანდრე ქუნთელია, ნიკოლოზ სუთიძე, გიორგი მელიქიძე და გიორგი ჯავახია საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ.

მათ ნაცვლად გუნდს შეუერთდნენ ინგლისური ექსეთერ ჩიფსის ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მონ დე მარსანის მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები