გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნებში მატება და დებიუტანტია

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა კანადისა და იაპონიის წინააღმდეგ გასამართი ტესტ-მატჩებისთვის შეკრებაზე ოთხ ახალ მოთამაშეს უხმო.

ესენი არიან: გრენობლის ბურჯი გიორგი მამაიაშვილი; ლა როშელის კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე; ტულონის მეორეხაზელი გიორგი ჯავახია; პროვანსის მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. მათგან, ნაკრებში მხოლოდ სუთიძეს არ უთამაშია.

საქართველო, რომელმაც აშშ-ს ბათუმში 43:30 სძლია, ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს კვლავ ზღვისპირეთში, „აჭარაბეთ არენაზე“ გამართავს და ამჯერად კანადას დაუხვდება. მატჩი 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

კანადა 8 ნოემბერს რუმინეთს ეთამაშა და 21:31 დამარცხდა.

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზეა, საქართველო კი მე-11 პოზიციას ინარჩუნებს.

2009-17 წლებში ბორჯღალოსნები კანადას შვიდჯერ ეთამაშნენ და ოთხჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი – დათმეს.

პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა; შემდეგ ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე” გვეწვივნენ და რევანში შედგა – საქართველომ 22:15 მოიგო.

2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში ვეთამაშეთ და 12:31წავაგეთ; ერთი წლის შემდეგ კი, „ეროვნულზე“ მეორედ ვიმარჯვეთ – 19:15; 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით – 15:16.

ბოლო ორი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით – 54:22 ვაჯობეთ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები