გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია

გააზიარეთ

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი განიხილება. დღეს კიდევ გავრცელდა სხვა ცნობაც – ბორჯღალოსნებს მთავარ მწვრთნელად ფრანკ აზემა ინიშნებაო.

მერე საქართველოს რაგბის კავშირმაც დაასტურა რიჩარდ ქოქრილის წასვლა და ამ თემებმა უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა.

აი, რას წერს ფრანგული ეკიპი:

„ქართული რაგბის ხელმძღვანელები რიჩარდ ქოქრილის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. საფრანგეთში არაერთ მწვრთნელთან გასაუბრებისა და ვიდეოსესიების შემდეგ, პირველი რეალური კანდიდატი პიერ-ანრი ბრონკანი იყო, რომელიც სეზონის ბოლომდე ბრივშია დასაქმებული. ბრონკანი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ 2027 წლის მსოფლიო თასზე მუშაობას არ გამორიცხავდა.

თითქოს ეს მინიშნება იყო, მაგრამ, ბოლო დღეებია, ბრონკანის კანდიდატურა ფრანკ აზემამ ჩაანაცვლა. 54 წლის სპეციალისტმა ოქტომბერში პერპინიანი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. კლუბს კი წარმატებული სეზონი ნამდვილად არ აქვს – TOP 14-ში ყველა მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე იმყოფება.

აზემას მთავარი მწვრთნელის რანგში ყველაზე დიდი დრო კლერმონში (2014-21) აქვს გატარებული და 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონატიც მოაგებინა; 2021-23 წლებში ტულონში მუშაობდა.

აზემას გადაბირება იმ ბრივსაც სურს, სადაც ხსენებული ბრონკანი უნდა შეცვალოს“.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები