გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გაგრამ თბილისის დინამოს ზედიზედ მეოთხედ აჯობა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა და ისიც სენსაციურად დამთავრდა.

გაგრა-დინამო (თბ) 2:1

1:0 ანდრეიჩუკი (9); 2:0 ფეიქრიშვილი (32); 2:1 სანტუში (84)

ეს გაგრას ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი გუნდი ისევ მეცხრე ადგილზეა, მაგრამ დილას მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება და არც სხვა გუნდები არიან შორს.

გაგრა უკრაინელმა ანდრი ანდრეიჩუკმა დააწინაურა, რომელმაც საბა ზოიძის პასი გამოიყენა და ახლო მანძილიდან გაიტანა; 32-ე წუთზე კი, გაგრელთა ნახევარმცველის, ალექსანდრე ფეიქრიშვილის მშვენიერი გოლი ვნახეთ. ფეიქრიშვილმა, რომელიც დინამოს აკადემიაში გაიზარდა, შორიდან ძლიერად დაარყტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში; დინამო ბევრს უტევდა, მაგრამ გაგრელთა მეკარე ოლექსანდრ ვორობეი საოცრად თამაშობდა. მხოლოდ ერთხელ ვერაფერი გააწყო, როცა დონკორის პასის მერე ახლოდან ლეონარდუ სანტუშმა დაარტყა…

ვორობეიმ ბოლო წამებზე ირაკლი სირაძის ახლოდან დარტყმული თავურიც მოიგერია და საბოლოოდ, გაგრამ იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან, გაგრამ ოთხივეჯერ მოუგო დინამოს.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 17 9 4 4 24-15 31

2.რუსთავი 17 8 5 4 20-14 29

3.ტორპედო 17 7 5 5 28-16 26

4.დინამო (თბ) 17 6 7 4 24-17 25

5.დინამო (ბთ) 17 6 6 5 24-26 24

6.სამგურალი 17 7 3 7 22-27 24

7.სპაერი 17 5 6 6 24-22 21

8.დილა 17 6 2 9 15-18 20

9.გაგრა 17 5 5 7 17-23 20

10.მეშახტე 17 1 7 9 11-31 10

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი