გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

გაერო და იტალია სამშვიდობო ზავს ითხოვენ

გააზიარეთ

6 თებერვალს მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნება.

ანტიკური ტრადიციის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების პერიოდში სამშვიდობო ზავი იდებოდა და ომები ჩერდებოდა. გაერო და იტალია 2026 წლის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ომების თუ კონფლიქტების მონაწილეებს ასპარეზობებისას ძველი ტრადიციის გახსენებისკენ და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებენ.

მოწოდებამ, რომელიც ძველბერძნულ ტრადიციას – „ეკეჰეირიას“ ეყრდნობა, თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიჟღერა.

სამშვიდობო ზავს საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს ჩაეყარა, ხოლო თანამედროვე სამყაროში 1994 წლის ლილეჰამერის ზამთრის თამაშებზე ააღორძინეს.

2025 წლის ნოემბერში, იტალიის ინიციატივით, გაეროში ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღეს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები