გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

განაღდებული ფლეი ოფი და მარცხი დებიუტანტებით

გააზიარეთ

ლინარესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

ეს ჯერ კიდევ გუშინ იყო გადაწყვეტილი, დღეს კი, ოფიაციალური სახე მიიღო. ჩვენი გუნდისთვის ბოლო ტურს სპორტული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საფრანგეთთან ახალგაზრდული შემადგენლობა გავიდა. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ პარტიები ყაიმით დაასრულეს. აი, ანასტასია კირთაძემა და კესარია მგელაძემ კი სადებიუტო პარტიები წააგეს. თუმცა, 16 და 15 წლის გოგონებმა დიდი გამოცდილება მიიღეს.

როგორც გითხარით, საქართველო ფლეი ოფში პირველი ადგილით გავიდა და ფლეი ოფში აზერბაიჯანს გაეჯიბრება. სხვა წყვილები ასე დაჯდა: ფიდე-უზბეკეთი; აშშ-ჩინეთი; ყაზახეთი-ინდოეთი;

მეოთედფინალები ხვალ გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჭადრაკი