გამოგვიწერეთ

ხელბურთი

გზა მსოფლიოსკენ – ჯერ ისრაელი, შემდეგ ესპანეთი

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელით. ტიტე კალანდაძის გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისრაელთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, მათ შორის გამარჯვებული კი ესპანეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის წილისყრას დანიის ქალქქმა ჰერნინგმა უმასპინძლა და გაირკვა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

წილისყრის შედეგად, ამ წყვილში გამარჯვებული ოლიმპიური თამაშების ხუთგზის ბრინჯაოს მედალოსან, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონ და სამი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ესპანეთს ეთამაშება.

საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთთან პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, საამისოდ კალენდარში 13-14 მაისია ჩანიშნული, განმეორებითი შეხვედრისთვის კი – 16-17 მაისი.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (13-31 იანვარი) გერმანიის ექვს ქალაქში ჩატარდება, იქამდე კი საქართველოს ორმატჩიანი დაპირისპირება ელის ისრაელთან.

ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თელავში ითამაშებს, ხოლო საპასუხო 21 მარტს თელავივში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ხელბურთი