გამოგვიწერეთ

ნაკრები

გია ხარაიშვილი ბარბაროსებში გამოიძახეს

გააზიარეთ

ფრანგული ტოპ 14-ის რასინგ 92-ის ქართველი ბურჯი, 27 წლის გია ხარაიშვილი, ლეგენდარული სარაგბო კლუბის, ბარბაროსების შემადგენლობაში ითამაშებს.

1890 წელს დაარსებულმა წვეულმა გუნდმა, ქართველს 27 ივნისს, „ალიანს სთედიუმზე“, უელსთან გასამართი მატჩისთვის უხმო. აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილი ბრიტანული კლუბის შემადგენლობაში აქამდეც იყო გამოძახებული, მაგრამ 2021 წლის ნოემბერში სამოასთან გასამართი თამაში, ბოლო მომენტში მორაგბეებში კოვიდ-ვირუსის დაფიქსირების გამო გადაიდო.

ბარბაროსების ღირსება აქამდე 10 ქართველს დაუცავს: დავით ქუბრიაშვილი, გოდერძი შველიძე, დავით კაჭარავა, მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, დავით ზირაქაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი.

ხარაიშვილს ბორჯღალოსნებში დებიუტი 2021 წელს პორტუგალიასთან ჰქონდა. მის ანგარიშზე ექვსი კეპია. მანამდე საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებშიც თამაშობდა.

გეტყვით იმასაც, რომ 20 ივნისს ბარბაროსები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეერკინა და 31:80 დამარცხდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები