გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გიბრალტარის გუნდმა პოლონეთის ჩემპიონს მოუგო

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის მეორე ტურში გიბრალტარის წარმომადგენელმა ლინკოლ რედ იმპსმა საკუთარ მოედანზე პოლონეთის მოქმედი ჩემპიონი პოზნანის ლეხი 2:1 დაამარცხა და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

პირველი გოლი შეხვედრაში 33-ე წუთზე კიკე გომესმა გაიტანა და მასპინძლები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე, პოლონელებმა მიკაელ ისხაკის ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა ლინკოლმა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 88-ე წუთზე, კვლავ მოახერხა წინ გასვლა — გამარჯვების გოლი კრისტიან რუტიენსის ანგარიშზეა.

გიბრალტარულმა გუნდმა პირველ ტურში მძიმე მარცხი განიცადა და ზრინსკისთან 0:5 დამარცხდა, თუმცა ამ გამარჯვებით კლუბმა რეაბილიტაცია შეძლო და ისტორია დაწერა. რაც შეეხება ლეხს, პირველ ტურში პოლონელებმა რაპიდი 4:1 დაამარცხეს.

ლინკოლ რედ იმპსმა თავისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ეს წარმატება გიბრალტარის ფეხბურთის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები