გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიზი მამაგეიშვილი: მიყვარს მაღალი მიზნების დასახვა

გააზიარეთ

გრაცის შტურმის ვებ-გვერდზე ქართველი ახალწვეულის, გიზო მამაგეიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მამაგეიშვილი დღეს იუბილარია…

_ პირველი დაბადების დღე შტურმში. როგორია შენი შთაბეჭდილება კლუბსა და გუნდზე?

_ ძალიან მალე ვიგრძენი, რომ გუნდის ნაწილი ვარ. ყველამ ღიად და თბილად მიმიღო, რამაც ადაპტაცია წარმოუდგენლად გამიადვილა. ჩემი პირველი დაბადების დღეა შტურმში და, იმედი მაქვს, ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება.

_ როგორი იყო მარბელაში გამართული საწვრთნელი ბანაკი – რაზე გაამახვილე ყურადღება?

_ სეზონისწინა მზადება ყოველთვის ინტენსიურია, როგორც ფიზიკურად, ასევე –გონებრივად. ჩემთვის ახალ გუნდთან ადაპტაციაც მნიშვნელოვანი იყო. შევძელი გუნდის დინამიკის, მენტალიტეტისა და საერთო მიზნების უკეთ გაცნობა. ეს ძალიან ღირებული და პროდუქტიული იყო.

_ როგორ აღწერდით საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს. რა არის თქვენი ძლიერი მხარეები და სად ხედავთ განვითარების პოტენციალს?

_ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ვთამაშობ გულით და ვცდილობ მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად შევასრულო. გაუმჯობესების ადგილი ყოველთვის არის და ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ.

_ თქვენი თანამემამულე ოთარ კიტეიშვილი შტურმში დიდი ხანია თამაშობს. რამდენად დაგეხმარათ გუნდში ინტეგრაციაში?

_ ოთარი არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელია, არამედ ძალიან კარგი ადამიანიც. მისი მხარდაჭერა გუნდში კიდევ უფრო სწრაფად ინტეგრირებაში დამეხმარა. ყოველთვის ზრუნავს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო და ფეხბურთზე სრულად კონცენტრირება შევძლო. მისი ლიდერული თვისებები გარედანაც კი აშკარა იყო, ახლა ამას უფრო ნათლად ვგრძნობ.

_ რა მიზნები გაქვთ შტურმთან ერთად სეზონის ბოლომდე. შესაძლოა, შემდეგაც?

_ გვსურს ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. მიყვარს მაღალი მიზნების დასახვა. მჯერა, შტურმისთვის ეს რეალისტურია.

_ და ბოლოს: რა სურვილები გაქვთ დაბადების დღისთვის?

_ არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, მიხარია რომ აქ ვარ.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები