გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

გილერმო ოჩოა მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა აუცილებლად ითამაშებს და ეს მისი მეექვსე მუნდიალი იქნება. ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ოჩოას პირველი მუნდიალი 2006 წელს იყო, მაგრამ მექსიკელი მეკარე მაშინ მოედანზე საერთოდ არ გასულა.

მისი სანაკრებო დებიუტი 2005 წელს მექსიკა-უნგრეთის (2:0) მატჩისას შედგა. სულ კი, ნაკრებში 152-ჯერ უთამაშია და 154 გოლი გაუშვა.

გეტყვით რომ, აქამდე ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე არავის უთამაშია. თუმცა, ოჩოა, შესაძლოა, ერთადერთი არ იყოს, ვინც პლანეტის მთავარ ტურნირზე მეექვსედ ითამაშებს. მოქმედი ფეხბურთელებიდან იმავეს გაკეთების შანსი არგენტინელ ლეო მესისა და პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსაც აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები