გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მოულოდნელი და წარუმატებელი დებიუტი ლიგაში

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლივერპული სტუმრად გალათასარაისთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველივე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა თერთმეტრმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, რომელიც დომინიკ სობოსლაის უხეშობას მოჰყვა, დარჩენილ ტაიმზე მეტში კი მერსისაიდელებმა გალათასარაის კარს საფრთხე ვერ შეუქმნეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო ალისონ ბეკერმა, რის გამოც არნე სლოტმა იძულებითი ცვლილება გამოიყენა და მოედანზე გიორგი მამარდაშვილი შემოიყვანა. სამწუხაროდ, ქართველმა კარის დარაჯმა ჩემპიონთა ლიგური დებიუტი გამარჯვებით ვერ აღნიშნა, თუმცა, როგორც მინიმუმ, გოლიც არ გაუშვია.

ორი ტურის შემდეგ ლივერპულის, ისევე როგორც გალათასარაის, ანგარიშზე სამი ქულაა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შემდეგ მატჩს მერსისაიდელები ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გამართავენ.

 

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები