გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი კვერნაძე და ფროზინონე სერია A-ში დაბრუნდნენ

გააზიარეთ

მომავალ სეზონში იტალიის სერია A-ს ქართველი შეუერთდება. გიორგი კვერნაძის ფროზინონემ სერია B-ს ბოლო ტურში მანტოვა 5:0 გაანადგურა და ელიტაში თამაშის უფლება მიიღო.

ფროზინონემ სეზონი 81 ქულითა და მეორე ადგილით დახურა. გუნდი სერია A-ში მეოთხედ ითამაშებს. ერთია, წინა სამ შემთხვევაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და ამ ცუდი ისტორიის გამოსწორებას მომავალ სეზონში ეცდება.

მანტოვასთან კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა. მართალია, ამჯერად შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ სეზონის მანძილზე გუნდისთვის საჭირო კაცი იყო და ხუთ-ხუთი გოლითა და საგოლე პასით დაეხმარა.

კვერნაძისთვის სერია A უცხო არ არის და ფროზინონესთან ერთად 2023-24 წლების სეზონში უთამაშია. თუმცა, მაშინ გუნდში მოკრძალებული როლი ჰქონდა და სულ ხუთი მატჩი ითამაშა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები