
საქართველოს შვიდქალა და 15-ქალა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე გახდა. 46 წლის სპეციალისტს გოგონებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – 2013 წლიდან შვიდქალას ფიზიკური მომზადების მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
„მას შემდეგ რაც ჯაბა მალაღურაძე რაგბის განვითარების დირექტორად დაინიშნა, შვიდქალასა და 15-ქალა ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავება შემომთავაზა. მადლობა ჯაბას და რაგბის კავშირს გამოცხადებული ნდობისთვის. გოგონებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ვიმედოვნებ იმედებს გავამართლებ და ხელშესახები წინსვლა გვექნება…
შვიდქალაში გატარებული წლები განვითარებისთვის ძალიან კარგი ტრამპლინი იყო. გოგონების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, განვითარებისთვის ალტერნატიული საშუალებების ძიება გვიწევდა, რაც გუნდთან ერთად ჩვენი, მწვრთნელების განვითარებასაც განაპირობებდა..
ახლა განსხვავებული გამოწვევების წინაშე ვართ და ამ შეთავაზებასაც ამიტომ დავთანხმდი. ჩვენ უკვე გვყავს 15-ქალა ნაკრებიც, რაც გოგონებისთვის ახალი ხილია. გუნდმა გაზაფხულზე სულ ორი მატჩი ითამაშა ყაზახეთთან. ამ ეტაპზე 15-ქალას რეგულარული თამაშები არ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა სასწავლი. რაგბი 15 ბევრად უფრო რთული თამაშია და დიდი თეორიული თუ პრაქტიკული მასალა გვაქვს გასავლელი..
15-ქალას სხვა ტექნიკური თუ ტაქტიკური მახასიათებლები ჭირდება და ჩემთვის საინტერესოა როგორ გაართმევენ გოგონები თავს ახალ გამოწვევებს. მოგვიწევს ახალი მოთამაშეების მოძიება და ვეცდებით თამაშების ორგანიზებას. ვგეგმავთ რაგბი 10-ის ტურნირების ჩატარებას, რადგან რაგბი15-თან უფრო ახლოსაა. ასევე არაა გამორიცხული მართვადი თამაშები გავმართოთ ჭაბუკთა ბ ლიგის გუნდებთან…
კვირაში სამჯერ ვვარჯიშობთ და დროის მცირე მონაკვეთში ვცდილობთ დავფაროთ ყველა საჭირო დეტალი. პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გუნდებთან, რათა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გავმართოთ ამხანაგური თამაშები. ასევე რაგბი ევროპაში წარდგენილი გვაქვს მოთხოვნა, რათა ჩავერთოთ კონფერენც დივიზიონში. სამწუხაროდ, მოთამაშეთა და ფინანსების ნაკლებობის გამო, ქალთა კონფერენც დივიზიონში ჩამოყალიბებული ფორმატი და გაწერილი კალენდარი არ გვაქვს. გამოყოფილია სამთვიანი ფანჯარა (დეკემბერი-თებერვალი) და მსურველი გუნდები ერთმანეთთან ათანხმებენ ვისთან და სად ითამაშებენ. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში 2-3 მატჩის ორგანიზებას მოვახერხებთ. ეს დაგვანახებს თუ რა დონეზე ვართ პოტენციურ მეტოქეებთან მიმართებაში, რაც სამომავლო გეგმების დასახვაში დაგვეხმარება“, – ამბობს მაისურაძე.
ამჟამად გოგონები გიორგი მაისურაძის ხელმძღვანელობით 15-ქალა რაგბისთვის საჭირო უნარებს ეუფლებიან, გაზაფხულიდან კი, შვიდქალას ვარჯიშები დაიწყება და გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატში დაბრუნებას ეცდება.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 20 საათის agoმამუ და გოგა ახალი სეზონისთვის ემზადებიან
გააზიარეთNBA-ში მორიგი სეზონის წინ გუნდები გამალებით ემზადებიან. უცხო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 1 დღის agoვილიარეალმა მოგება გაიხსენა, მიქაუტაძემ – გოლი
გააზიარეთჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო და ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. გოლი ყველა მატჩში გავიდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoავთანდილ ასათიანი: ოცნებისკენ გზას ვიწყებთ
გააზიარეთ14 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი