გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მამარდაშვილი ინტერსაც შესთავაზეს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტურინის იუვენტუსის შემდეგ მილანის ინტერსაც დაუკავშირეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი მეკარე იჯარით „ნერაძურის“ შესთავაზეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი დიდი ხანია ინტერის სპორტულ დირექტორ პიერო აუზილიოსაც მოსწონს, გამორიცხული სულაც არაფერია.

ინტერს იან ზომერი დატოვებს და კლუბი ახალ მეკარის ძიებაშია. თუმცა, ისიც იწერება, რომ მილანური კლუბის მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ ძირითად შემადგენლობაში იოსეპ მარტინესს მოიაზრებს, რომელიც ორი სეზონია ინტერიშია, მაგრამ მილანელებს მეორე მეკარეც სჭირდებათ.

შეგახსენებთ, გაძეტა დელო სპორტმა მამარდაშვილი იუვენტუსსაც დაუკავშირა, რომელიც ძირითადი შემადგენლობისთვის მეკარეს ეძებს…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები