გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მამარდაშვილი: კუთხე ბოლო წამს შევცვალე

გააზიარეთ

2023 წლის შემდეგ ტოპლიგებში მოთამაშე მეკარეთა შორის არცერთს გიორგი მამარდაშვილზე მეტი პენალტი არ მოუგერია. ორ წელიწადში მამარდაშვილმა ასე ექვსჯერ გააკეთა.

ბოლოს ეს გუშინ, მანჩესტერ სიტისთან ჰქნა, როდესაც ერლინგ ჰოლანდს არ გაატანინა. ერთია, მოგერიებულმა პენალტმა ლივერპულს ვერ უშველა და 0:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა:

„ნამდვილად მძიმე მარცხია. აქ თამაში ძნელია, რთული და დაძაბული მატჩი იყო. თამაში ხარისხიანი კი გამოვიდა, მაგრამ წავაგეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან სეზონი გრძელია და წინ დიდი დროა. ასტონ ვილასა და რეალთან კარგად ვითამაშეთ, დღეს წავაგეთ, რთულ მატჩში“.

რაც შეეხება მოგერიებულ პენალტს:

„თავიდან მეგონა, რომ მარჯვენა მხარეს დაარტყამდა, მაგრამ ბოლო წამს გადაწყვეტილება შევცვალე. არ ვიცი, რატომ, უბრალოდ ასე ვიგრძენი“.

სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ ლივერპულს ალისონი დაუბრუნდება და, შესაძლოა, გიორგიმ ისევ თადარიგში გადაინაცვლოს:

„იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება, მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ და ყოველდღე ვივარჯიშებ. თუ ვითამაშებ, კარგი იქნება, თუ არადა, ვივარჯიშებ და მუშაობას გავაგრძელებ, რათა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე“.

მამარდაშვილმა პრემიერლიგაში მეხუთე მატჩი ჩაატარა, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგასა და ერთხელ ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები