გამოგვიწერეთ

ნაკრები

გიორგი მამარდაშვილი: პირველი მატჩი რთული იქნება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 25 სექტმბერს გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

ახალი სანაკრებო სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

გიორგი მამარდაშვილი:

„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.

პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები