გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მამარდაშვილი: ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. ქართველმა მეკარემ ბოლო ხუთი მატჩი ზედიზედ წააგო, რაც მის კაერიერაში არ მომხდარა.

აქედან ორი სანაკრებო იყო, ხოლო სამი – ლივერპულის. მერსისაიდელებმა გუშინ მანჩესტერ იუნაიტედთან (1:2) წააგეს, რის შემდეგ ჩვენებურმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან უიღბლო დღე იყო. არაერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ბოლოს დავმარცხდით და ეს ცუდია. თუმცა, თავი უნდა ავწიოთ და განვითარება გავაგრძელოთ. შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ესპანეთიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ – დადებითისკენ. ადაპტაციის პროცესი წინ მიდის და სწორ გზაზე ვარ“, – თქვა მამარდაშვილმა.

ლივერპული პრემიერლიგაში 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში ბრენტფორდს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები