გამოგვიწერეთ

ნაკრები

გიორგი მამარდაშვილი: ხვალ განსხვავებული თამაში იქნება

გააზიარეთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეგახსნებთ, ესპანეთის იმ რეგიონში, სადაც თამაში უნდა შედგეს, ცუდი ამინდია. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში გამართა.

მოახლოებული მატჩის წინ კი, ჩვენი გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ონლაინ რეჟიმში ისაუბრა:

„ესპანეთთან უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება. გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და რთულ თამაშს ველით.

მართალია, ესპანეთს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა მათ ნაცვლად იგივე დონის მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს. ბევრი უნდა ვიშრომოთ მოედანზე, თავი კარგად დავიცვათ და შეტევაზე ამის შემდეგ ვიფიქროთ. ეს არის ერთადერთი გზა ესპანეთის ნაკრებთან შედეგის მისაღწევად“.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები