გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალს დუბლით შეეშველა

გააზიარეთ

ესპანეთის ლა ლიგაში ვილიარეალმა საშინაო მატჩი ლევანტეს 5:1 მოუგო, 25 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კი, დუბლი შეასრულა.

38-ე წუთზე მიქაუტაძემ მცველის უხეში შეცდომა არ აპატია და მახვილი კუთხიდან მოხდენილი დარტყმით შეაგდო; მეორე გოლი კი, კონტრშეტევაზე გაიტანა – პეპეს გამჭოლი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 3:1 გახადა; ჩვენებური 73-ე წუთზე შეცვალეს.

ლევანტე ვილიარეალს დაჩაგრული ჰყავს – პირველ წრეში 1:0 მოუგო და გამარჯვების გოლი ქართველის იყო. სულ კი, მიქაუტაძეს ესპანეთის ლა ლიგაში 11 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-11 ადგილზეა. ისიც ვთქვათ, რომ ერთი გოლის გატანა ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში, ლიონში თამაშის დროსაც შეაგდო.

ვილიარეალს ამ დროისთვის 68 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, მალიორკასთან სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები