გამოგვიწერეთ

ნაკრები

გიორგი ნემსაძე: აქცენტი ხარისხზე გაკეთდება

გააზიარეთ

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს 18 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაიკავებს.

41 წლის ნემსაძემ რაგბის თამაში ქუთაისის აიაში დაიწყო. 2007 წლიდან კი საფრანგეთში გადავიდა და სხვადასხვა დროს დომონის, მასის, მონტობანის, აჟენისა და ტარბის ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან უკვე ბრიტანეთს მიაშურა და სამი წლის განმავლობაში ინგლისურ  ბრისტოლში, ხოლო 2018-19 წლებში უელსურ ოსფრიზში თამაშობდა.

ნემსაძის სანაკრებო დებიუტი 2005 წელს ჩილეს წინააღმდეგ შედგა. 14 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების შეუცვლელი მოთამაშე იყო და ჯამში 95 კეპი მოიხვეჭა, რომლებშიც 14 ლელო გაიტანა. არის 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა. გუნდთან ერთად 10-ჯერ გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ აიას დაუბრუნდა და ბოლო ორი წელია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

2025 წლის ზაფხულიდან, გიორგი ნემსაძე პარალელურად საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდა.

„საქართველოს ნაკრებში მუშაობა საინტერესო, საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა.საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველა ასაკობრივ გუნდთან ვიმუშავე, რადგან მსურდა ჩემი თვალით მეხილა სპეციფიკა. ზოგადად, ბავშვთა რაგბში მუშაობა საინტერესო პროცესია. მწვრთნელის ფუნქციაა დაეხმაროს მოთამაშეებს, რათა ისინი უკეთესები გახდნენ და ბავშვთა რაგბში ეს ფუნქცია ორმაგდება…

ოფიციალური დებიუტი გაზაფხულზე, ექვსი ერის ფესტივალზე მექნება. რაც შეეხება თაობას, ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ – უკეთესი. მთავარი მიზანია მათ განვითარებას სწორი მიმართულება მივცე და მეტი ხარისხიანი მოთამაშეები აღვუზარდო როგორც 20 წლამდე, ასევე ეროვნულ გუნდს. მთავარი აქცენტი უკეთესი თამაშის ხარისხზე გაკეთდება“, – ამბობს ნემსაძე.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები