გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია მეცის მესამე ქართველი ფეხბურთელია

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბი მეცი სიხარულით აცხადებს რომ გიორგი ქვილითაია მათი გუბდის წევრია. 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც კვიპროსის არისიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, მეცთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა.

ქვილითაიას ზურგს ნაკრებში 42 მატჩი და ექვსი გოლი უმაგრებს. ბოლო სეზონებში კვიპროსის ლიგაში გამოირჩეოდა, სადაც არისში 115 მატჩში 42 გოლი გაიტანა.

1.91 მეტრი სიმაღლის შემტევი გამოირჩევა, როგორც სრულყოფილი თავდამსხმელი, რომელიც აერთიანებს ძალას, სიზუსტეს და თანმიმდევრულობას. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის თანამემამულე, მეცის შეტევაში ერთვება.

ჩვენებურმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მიხარია, რომ ამ კლუბში ვითამაშებ. იმედი მაქვს, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები მთავარი მიზნის მიღწევაში – ლიგა 1-ში დარჩენაში. ჩემმა თანამემამულეებმა მეცის შესახებ ძალიან კარგი სიტყვები მითხრეს“.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები