გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია 37-ე ტოპ-ქართველია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ქვილითაია გახდა 37-ე ქართველი, ვინც ტოპ-ლიგაში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1) ითამაშა. ასევე მე-10 ქართველია ვისაც საფრანგეთის ლიგა 1-ში უთამაშია.

თუმცა, ამ ეტაპზე უთამაშია ხმამაღლაა ნათქვამი, რადგან მეცი-ლილის მატჩში ქვილითაია 90-ე წუთზე შევიდა და დიდი დრო ნამდვილად არ მისცემია. თუმცა, ჯერ მხოლოდ 21-ე ტურია და წინ კიდევ 13 ტურია.

მატჩი უგოლოდ დასრულდა. ქართველთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო; გიორგი აბუაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, ქვილითაიამ 90-ე წუთზე წიტაიშვილი შეცვალა.

მეცს 9 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია და 13 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო მეტოქე კი უშუალო კონკურენტი ოსერი იქნება, რომელსაც 15 თებერვალს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები