გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გიორგი შერმადინი ტენერიფეს ისტორიაში შევიდა

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატში ტენერიფე სტუმრად მანრესასთან 80:86 დამარცხდა, მაგრამ გიორგი შერმადინისთვის ისტორიული გამოდგა.

გარდა იმისა, რომ ჩვენებური მატჩის MVP გახდა, კლუბის ისტორიაშიც შევიდა –ქართველი ცენტრი ტენერიფეს ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

შერმადინის ანგარიშზე ტენერიფეს მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში ამჟამად 3 194 ქულაა და ხერმან გონსალესის რეკორდი მოხსნა, რომლის აქტივში 3 191 ქულაა.

რაც შეეხება მანრესასთან მატჩს შერმადინმა 23 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. „შერმინატორმა“ ცხრიდან შვიდი ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო; მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ტენერიფეს ლიგა ენდესაში 12 გამარჯვებით და ცხრა მარცხით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ვალენსიას უმასპინძლებს.

ესპანეთშივე, მაგრამ მეორე დივიზიონში, კარგი თამაში ჰქონდა გიორგი კორსანტიასაც. ჩვენებურის გიპუზკოამ შინ ოურენსე 81:79 მატჩი დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა.

კორსანტიას ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 23 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.

გიპუზკოა 14 გამარჯვებით და რვა მარცხით მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში ფუენლაბრადას შინ დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი