გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძე: მწვრთნელმა მითხრა სიამოვნება მიმეღო

გააზიარეთ

გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნება მნიშვნელოვანი არამარტო საქართველოს ნაკრებისთვის არის. ჩვენებური უოტფორდის საკვანძო ფეხბურთელადაც მიიჩნევა და თითქმის რვათვიანი პაუზის შემდეგ ხავი გრასიამ მოედანზე 16 წუთით შეუშვა.

ეს ინგლისის ჩემპიონშიპის მე-17 ტურში, პრესტონთან (1:1) მატჩში მოხდა. „დებიუტის“ შემდეგ ფეხბურთელმა კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

„ძალიან ვღელავ. მატჩის შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო. ვიცოდი, რომ დრო სჭირდებოდა. მიხარია, რომ დავბრუნდი. ამისთვის ბევრს ვმუშაობდი.

ჩვენი მწვრთნელი კარგი ადამიანი და კარგი პროფესიონალია, რომელიც გუნდისთვის ბევრს აკეთებს. მომწონს მასთან მუშაობა. ხშირად ვსაუბრობთ. გასვლის წინ მითხრა, რომ თამაშით სიამოვნება მიმეღო, მემოქმედა მარცხენა ფლანგზე. ამიხსნა, რა და როგორ უნდა მეკთებინა. მეც ყველანაირად შევეცადე“, – თქვა ჩაკვეტაძემ.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები