გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

გობაძე და სხილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

გააზიარეთ

ქართველმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ, ანი გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტთა ოფიციალურ სიაშია.

გობაძე მეოთხე გოგონაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. მანამდე მსოფლიო ჩემპიონატზე რუსუდან სიხარულიძეს, ნინა დრონოვასა და ნატალია ძიძიგურს უასპარეზიათ. ქალთა შორის სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს 2015 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დონის მონაწილე სპორტსმენი არ ჰყოლია.

17-18 ნოემბერს ნიდერლანდებში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ანი გობაძესთან ერთად ლევან სხილაძეც გაემგზავრა, რომელიც ძალებს მამაკაცთა შორის მოსინჯავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში