გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგა ბითაძის ორლანდო აღარ ხუმრობს

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ხმაურიან გამარჯვებასთან ახლოს არის. ფლორიდელებმა ფლეი ოფის მეოთხე მატჩში, საკუთარ მოედანზე, რეგულარულ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული დეტროიტ პისტონსი 94:88 დაამარცხეს და სერიაში 3:1 დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრების ცენტრი საქმეში კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო  და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ბითაძის ანგარიშზე 2 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება იყო. ჩვენებურმა ოთხიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთი საჯარიმო ააცილა. გოგას მოედანზე ყოფნის დროს, ორლანდომ 11 ქულა წააგო.

ორლანდოს კონფერენციის ნახევარფინალამდე ერთი მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი კი, 30 აპრილს არის ჩანიშნული, რომელიც დეტროიტში გაიმართება. თუ ორლანდო მოიგეს, ნახევარფინალში, დეტროიტის გამარჯვების შემთხვევაში კი, მეექვსე ჯახი ორლანდოში დაბრუნდება. თუ საჭიროებამ მოიტანა, ბოლო, მეშვიდე თამაშს, ისევ დეტროიტი უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი