გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგა ბითაძის სასტარტო და მარცხი შარლოტთან

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ჩვენებურის ორლანდო კი, შარლოტ ჰორნეტსთან სტუმრად 111:130 დამარცხა.

ბითაძემ მოდანზე 18:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, სხვა პოზიციიდან ფარისთვის არ შეუტევია. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდომ 17 ქულა წააგო.

ფლორიდელებს 38 მოგება და 31 მარცხი აქვს, შარლოტთან წაგების შემდეგ კი, ფლეი ოფის ზონიდან ფლეი ინის ზონაში დაქვეითდა. ორლანდო შემდეგ მატჩს უკვე საკუთარ მოედანზე ითამაშებს და ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი