გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგა და ორლანდო გოლდენ სტეიტთან დამარცხდნენ

გააზიარეთ

NBA-რეგულარული სეზონის მორიგი მატჩში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი გოლდენ სტეიტს ესტუმრა და 97:120 დამარცხდა.

ბითაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 14:29 წუთი გაატარა. გოგამ 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო. პასივში კი, ერთადერთი დაკარგვა იყო, ხოლო მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ფლორიდელებმა 16 ქულა წააგეს.

მეჯიქი 16 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 დეკემბერს პორტლენდში გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი