გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოლს პლუს პასი – მიქაუტაძემ რეკორდები გაიმეორა

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა საშინაო არენაზე სევილიას უმაპინძლა და 2:3 დამარცხდა.

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო: მიქაუტაძის პასით ჯერ ჟერარდ მორენომ გახსნა ანგარიში, შემდეგ თავად ჩვენებურმა გაიტანა და მე-20 წუთზე 2:0 დაწინაურდა. თუმცა, ვილიარეალმა ტაიმი მაინც ვერ მოიგო – ოსომ და სალასმა ანგარიში გაათანაბრეს – 2:2; მეორეში კი, ადამსის გოლით, მატჩი სულაც მოიგეს.

მიქაუტაძემ მოედანზე 70 წუთი გაატარა…

ვილიარეალი 69 ქულით მესამე ადგილზე რჩება და ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვს. რაც შეეხება პირად მიღწევას, ჟორჟმა ტოპლიგების ერთ სეზონში 13 გოლი (12 ვილიარეალში, 1 ლიონში) გაიტანა, რაც რეკორდის გამეორეობაა. ადრე იმავეს მეცის მაისურით მიაღწია. რეკორდის გამეორებაა სეზონში მეექვსე საგოლე პასიც, რაც აქამდე ლიონის მაისურით გაუკეთებია.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები