გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გონიომ ბოლო წუთებზე ქულა გადაარჩინა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურში თბილისის დინამო 2 საკუთარ კედლებში გონიოს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.

თბილისელებმა ანგარიში უკვე მესამე წუთზე გახსნეს – თემურ ოდიკაძემ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარის მარცხენა კუთხეში მოათავსა. 33-ე წუთზე გონიომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, კახა კახაბრიშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმის დებიუტში დინამო უპირატესობას ფლობდა და 74-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა ეფექტური გოლი გაიტანა. თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე გონიომ ქულის გადარჩენა მოახერხა – ზურაბ ბერიძის 93-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩი 2:2 დასრულდა.

მიმდინარე მდგომარეობით, გონიო 23 ქულით მერვე პოზიციას იკავებს, დინამო 2 კი 10 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი