გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

გორის დილა პირველი ფინალისტია

გააზიარეთ

გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ტასის პირველი ნახევარფინალი, სადაც სამტრედიამ გორის დილას უმასპინძლა. ქვედალიგელმა ერპვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და დამატებით დროში 0:2 დამარცხდა.

90 წუთი უგოლოდ მიილია. აი, დამატებით დროში კი დილამ უფრო იხეირა: მე-100 წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა ემანუელ ბოანსმა გახსნა, ხოლო ბოლო წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დილა ფინალშია და მეტოქეს ელოება, რომელიც ხვალ გაირკვევა – იბერია თბილისში, მიხეილ მესხზე ბათუმის დინამოს დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი