გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოჩოლეიშვილი კადისში ტაბატაძეს შეუერთდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სეგუნდა დივიზიონის კადისში ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელი 2026-27 წლების სეზონს იჯარით გაატარებს, რის შემდეგ გამოსყიდვის უფლება ექნება.

გავრცელებული ინფორმაციით, საიჯარო თანხა 200 000 ევროა, გამოსყიდვა კი, 3,5 მილიონი ევრო დაჯდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ კადისი ლა ლიგაში აღზევდება.

გოჩოლეიშვილს საქართველოს ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული; შახტარში კი, 2023 წლის იანვარში, იბერია 1999-დან გადავიდა; თუმცა, ფეხი საკმარისად ვერ მოიკიდა და ორჯერ იყო განათხოვრებული: ჯერ ჯერ დანიურ კოპენჰაგენში, შემდეგ – გერმანულ ჰამბურგში.

გოჩოლეიშვილი კადისის ღირსებას იური ტაბატაძესთან ერთად დაიცავს, რომელთან ერთადაც წლების წინ იბერიაში თამაშობდა. არის საუბარი კადისში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის გადასვლაზე – ანდალუსიურ კლუბს ანზორ მექვაბიშვილის შეძენაც სურს.

კადისმა სეზონი სელტა 2-თან უგოლო საშინაო მატჩით დაიწყო. იური ტაბატაძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 22 აგვისტოს, სტუმრად ელდენსესთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები