გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

გუბანოვა ფინალში მეექვსე ადგილით შევიდა

გააზიარეთ

პრაღაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობაში. ჩეხეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია სრული და საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთაგან ყინულზე პირველი ანასტასია გუბანოვა გავიდა. ანასტასიამ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა, რაც მეექვსე მაჩვენებელი გამოდგა. ცხადია, გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ლიდერები კი, იაპონელები არიან: კაორი საკამოტო 79,31 ქულით პირველია, ხოლო მონე ჩიბა 78,45 ქულით – მეორე; მესამეზეა ამერიკელი ამბერ გლენი – 72,65 ქულა.

დღესვე პრაღის ყინულზე სასრიალოდ ჩვენი ნაკრების ლიდერებს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ, რომლებიც სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამას შეასრულებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები