გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გუგეშაშვილი მთავარ გუნდთან არ ივარჯიშებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გიოზთეფეს მთავარ გუნდს ჩამოაშორეს. თუმცა, ჯერ მხოლოდ დროებით – მისი საქმის განხილვა მიდის.

საქმე ის არის, რომ თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში გიოზთეფე-გაზიანთების (2:4) მატჩის პირველ ტაიმში ლუკამ ოთხი ბურთი გაუშვა და შესვენებაზე შეცვალეს. მანამდე გიოზთეპეს ფანებმა ჩვენებურს ობსტრუქცია მოუწყვეს და მის ბურთთან ყოველ შეხებას სტვენის ხვდებოდნენ.

ქართველმა მეკარემ ფანებს მოედნიდან ჟესტებით უპასუხა, ხოლო შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ვინც კლავიატურის უკან იმალება, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი – პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სადმე სხვაგან… გიოზტეფეს ნამდვილ გულშემატკივრებს – ჩემი უსაზღვრო სიყვარული.

საპასუხოდ, გიოზთეფეს ფანებმა გუგეშაშვილის ინსტაგრამზე უამრავი კომენტარი დაწერეს და მასთან შეხვედრაც მოითხოვეს.

თურქული კლუბის გადაწყვეტილება კი გაცილებით მძიმე გამოდგა. აი, რა წერია განცხადებაში:

„გაზიანთებთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტების გამო, კლუბმა ლუკა გუგეშაშვილის მიმართ დისციპლინარული პროცესი დაიწყო, რის გამოც ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს“.

შეგახსენებთ, გუგეშაშვილი ბერძბული პაოკის საკუთრებაა და გიოზთეფეში იჯარით წესით თამაშობს. თურქეთის სუპერლიგაში მან უკვე ოთხჯერ ითამაშა და 11 გოლი გაუშვა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები