გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გულიაშვილის დუბლმა რასინგს ვერ უშველა

გააზიარეთ

სანტანდერის რასინგი ახლა ცალი ფეხით ლა ლიგაში უნდა იყოს, მაგრამ ანდორასთან აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნეს და 2:6 დამარცხდნენ.

არადა, მე-16 წუთზე რასინგი გიორგი გულიაშვილის დუბლით იგებდა, მაგრამ ანდორელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, მეორეში კი, კიდევ ოთხი შეაგდეს.

გულიაშვილს ლა ლიგა 2-ში 11 მატჩში ხუთი გოლი და საგოლე პასი მოუგროვდა.

მიუხედავად მარცხისა, რასინგი 62 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ ალმერია უკვე ქულით ჩამორჩება, ხოლო დეპორტივო – ორით. მომდევნო ტურში რასინგი სწორედ ალმერიას მასპინძლობს და ის მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები