გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გულიაშვილის ძირითადი და მარცხი ბარსელონასთან

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი გულიაშვილს ესპანეთში გადასვლის შემდეგ დებიუტი სამეფო თასზე მოუხდა. მეტოქე კი, არც მეტი, არც ნაკლები ბარსელონა იყო. ჩვენებურის რასინგი კატალონიურ გრანდთან 0:2 დამარცხდა და თასსს გამოეთიშა.

გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. მანამდე ჩვენებურმა ბარსას კარში ერთხელ დაარტყა; ბურთს 16-ჯერ შეეხო; შვიდიდან შვიდი ზუსტი პასი გააკეთა; წააგო ოთხივე ორთაბრძოლა – ორიც მიწაზე და ორიც საჰაერო.

კატალონიელებმა კი გულიაშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ მოიგეს: 66-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლოს ლამინე იამალმა მატჩს წერტილი დაუსვა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები