გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გულიაშვილი ბარსელონასთან სათამაშოდ ემზადება

გააზიარეთ

გიორგი გულიაშვილი მესამე ქართველია, ვინც მიმდინარე სეზონში ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს. თუმცა, შესაძლოა, მისი დებიუტი სულაც ესპანეთის თასზე, ბარსელონას წინააღმდეგ შედგეს.

სანტანდერის რასინგმა ქართველი ფეხბურთელი უკვე წარადგინა, ხოლო უახლოესი მატჩი სწორედ კატალონიელებთან აქვს.

მანამდე გულიაშვილის ინტერვიუ, რომელიც რასინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სათამაშო ფორმაზე

ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. გუნდთან ერთად რამდენჯერმე ვივარჯიშე. ბოსნიაში პაუზა იყო, მაგრამ ვარჯიში არც იქ შემიწყვეტია. ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვარ. ვნახოთ, ეს ბარსელონასთან მოხდება თუ არა.

კომფორტული პოზიცია

შემიძლია შეტევის ყველა პოზიციაზე თამაში. ამას ჩემს უპირატესობად და ძლიერ მხარედ მივიჩნევ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, ყოველთვის მზად ვიქნები, გუნდს დავეხმარო და თითოეული მატჩის მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთო.

გუნდსა და ლა ლიგა 2-ზე

ვიცი, აქ ძალიან მაღალი დონეა და ბოსნიისგან განსხვავდება. ჯერ რაც ვნახე, გუნდი კარგი და შეკრულია. მქონდა შესაძლებლობა, მწვრთნელებსაც შევხვედროდი. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას. ვფიქრობ, ისინი დამეხმარებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვერგო ესპანურ ფეხბურთს.

რასინგის დაინტერესებაზე

როდესაც კლუბის ინტერესის შესახებ გავიგე, დიდხანს არ მიფიქრია. მომწონს კლუბი და ის პროექტი, რომელიც რასინგს აქვს.

მთავარ მწვრთნელ ხოსე ალბერტოზე

მწვრთნელთან ჯერ სიღრმისეულად არ მისაუბრია. ერთია, გულთბილად მიმიღო და წარმატებები მისურვა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, მომავალში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ტაქტიკაზე და სხვა საკითხებზე.

მიზნებზე

მიყვარს გამოწვევები და სწორედ ამიტომ მოვედი აქ, რომ ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი: მზად ვარ გუნდს დავეხმარო ნებისმიერ პოზიციაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ვითამაშებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში. თუ შანსი მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა მიზნები აქვს კლუბს ამ სეზონში. რა თქმა უნდა, ჩემს მაქსიმუმს გავიღებ, რომ გუნდს წარმატებაში და ლა ლიგაში გადასვლაში დავეხმარო.

ბარსელონასთან შესაძლო დებიუტზე

ბარსელონა უმაღლესი დონის კლუბია, რაც ყველამ ვიცით. თუ ჩემი პირველი მატჩი სწორედ მათ წინააღმდეგ იქნება, ძალიან გამიხარდება. ეს დიდი თამაშია.

პირველი შთაბეჭდილებები

რასინგი-სარაგოსას მატჩი ტრიბუნებიდან ვნახე. მართლაც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. გულშემატკივრები ფანტასტიკურები არიან, 90 წუთის განმავლობაში გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც ძალიან მომეწონა. გარდა ამისა, ჩემი თამაში საკმაოდ ჰგავს იმ სტილს, როგორითაც გუნდი თამაშობს. ამიტომ ვფიქრობ, სისტემასა და ტაქტიკას მოვერგები.

შეგახსენებთ, რასინგი ლა ლიგა 2-ს 21 ტურის შემდეგ 38 ქულით ლას პალმასთან ერთად ლიდერობს.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები