გამოგვიწერეთ

ნაკრები

გულიაშვილი ივნისში ნაკრებს ვერ დაეხმარება

გააზიარეთ

ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს გიორგი გულიაშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. მიზეზი ტრავმაა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში მიიღო. მაშინ სატანდერის რასინგმა ვალიადოლიდი 4:1 დაამარცხა და ლა ლიგაში აღზევდა.

ჩვენებურის ტრავმაზე კლუბის პრესამსახური წერს. გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ გულიაშვილს მარჯვენა ტერფის ძვლის მოტეხილობა აქვს, რომლის მკურნალობას ექვსი კვირამდე დასჭირდება. საქართველოს ნაკრებს კი, თამაშები 2 ივნისსა (რუმინეთთან) და 5 ივნისს (ბაჰრეინთან) უწევს.

შეგახსენებთ, გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 17 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები