გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილმა გაიტანა, სენტ ეტიენი თასიდან გავარდა

გააზიარეთ

საფრანგეთის თასის მატჩები გაიმართა და ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი ტურნირს გამოეთიშა. ჩვენებურის გუნდი ნიცას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ნიცა მე-11 წუთზე ზუმანა დიალომ დააწინაურა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ნიცელთა კარში პენალტი დაინიშნა და დავითაშვილი მშვიდად და ტექნიკუად შეასრულა – 1:1.

ასე გავიდნენ გუნდები შესვენებაზე. ანტრაქტის შემდეგ კი რანგით უფრო მაღლა მყოფმა ნიცამ მაინც იძალა და გამარჯვების გოლი მორგან სანსონმა გაიტანა.

დავითაშვილს საკმაოდ მაღალი შეფასება ჰქონდა და ესეც მისი კარგი თამაშის გამოძახილია. კარისკენ ორი დარტყმა; 64 პასიდან 56 ზუსტი (88%); ორი წარმატებული დრიბლინგი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები