გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილმა საგოლე პასები ჩამოარიგა

გააზიარეთ

სენტ ეტიენმა ლიგა 2-ის 26-ე ტურის საშინაო შეხვედრაში რედ სტარი 2:0 დაამარცხა, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა.

„მწვანეების“ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ზურიკო დავითაშვილმაც დაიდო – ჩვენებურმა ჯერ კევინ პედროს გაატანინა, შემდეგ – ლუკა სტასენს.

დავითაშვილმა კარისკენ სულ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ექვსი მწვავე პასი შეასრულა; მისი 29 პასიდან 28 ზუსტი იყო; ხუთი დრიბლინგიდან კი, წარმატებული ორი გამოდგა.

ზურიკო სენტ ეტიენის საუკეთესო ბომბარდირია – 11 გოლი აქვს გატანილი და ამით მხოლოდ ტრუას შემტევ ტაუფიკ ბენტაიების (13) ჩამორჩება. თუმცა, ახლა პასებიც მიამატა და ჯამში სამი გაუხდა.

სენტ ეტიენს კი, 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ტრუას (51) ჩამორჩება. მომდევნო ტურში, ზურიკოს გუნდი სტუმრად გრენობლს ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები