
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის ახალი მწვრთნელების – ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება.
„ვულოცავ პიერ-ანრი ბრონკანსა და მარკო ბორტოლამის დანიშვნას და წარმატებას ვუსურვებ. ისინი ქართველ მწვრთნელებთან ერთად შეეცდებიან სწორი მიმართულებების დასახვას, რათა მსოფლიო თასამდე დარჩენილი მცირე დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბი როგორც ნაკრებს, ასევე შავ ლომს ჩაიბარებს, რადგან ამ ორი ორგანიზმის ერთმანეთზე გადაბმა ძალიან მნიშვნელოვანია. რაგბის კავშირი მათთან მჭიდრო კავშირში იქნება და მაქსიმალურად დაეხმარება საუკეთესო შედეგის მიღწევაში…
ბრონკანს მაისის ბოლომდე კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ამ პერიოდში მხოლოდ რამდენჯერმე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას, ივნისიდან კი, სამუშაო პროცესში სრულად ჩაერთვება. ყველამ ერთად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა მივიღოთ ისეთი საუკეთესო შედეგი, რომლის მსგავსი აქამდე არასდროს გვქონია…
ბრონკანი არის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს. არაერთ უმაღლესი დონის კლუბში უმუშავია, ასევე იყო ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი 2023 წლის მსოფლიო თასზე.
ვფიქრობ, ჩვენთვის ფრანგი მწვრთნელი მნიშვნელოვანია, რადგან ლეგიონერების დაახლოებით 95% სწორედ საფრანგეთში თამაშობს. ბრონკანი კარგად იცნობს თითოეული ჩვენი მორაგბის შესაძლებლობებს. ყოველთვის აინტერესებდა ქართველი მორაგბეები და არაერთ მათგანთან პირადად უმუშავია. მან კარგად იცის როგორც კაცთა, ასევე ესპუართა (ახალგაზრდული) გუნდებში მოთამაშე ქართველების სარაგბო ბიოგრაფია. პიერ-ანრი არის მშრომელი, მაღალი დონის პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ ის ქართულ რაგბს წინსვლაში დაეხმარება.
მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში იქნება იტალიელი მარკო ბორტოლამი.
ახალ მწვრთნელთან მთავარი მოთხოვნა გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. ჩვენ ვიცით, რომ 2026 წელს ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშები არ გვექნება. რა თქმა უნდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ერთა თასის ყველა თამაშის მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ გამარჯვებებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. სხვა შემთხვევაში მსოფლიო თასზე იმ დიდი გამარჯვებების მიღწევა გართულდება, რისი მოლოდინიც ჩვენ და ქართული რაგბის გულშემატკივარს აქვს.
მსოფლიო თასამდე წელიწადი და რვა თვეა დარჩენილი, რაც არც ისე დიდი დროა. ეს პერიოდი სწორად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ჩვენთაგანისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ. ვფიქრობ, ეს მწვრთნელები, რომელთაც დიდი გამოცდილება და კარგი რეკომენდაცია აქვთ, დაგვეხმარებიან იმ წარმატების მიღწევაში, რასაც ასე მოუთმენლად ველოდებით“, – ამბობს კაჭარავა.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 14 საათის agoზურიკო დავითაშვილი: ყველაფერი ჩვენს ხელშია
გააზიარეთსენტ ეტიენი ლიგა 1-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. გუნდმა ეს პირდაპირ ვერ მოახერხა და ამის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 15 საათის agoანზორ მექვაბიშვილს ხეტაფეს სკაუტები აკვირდებიან
გააზიარეთრუმინული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და უნივერსიტატია კრაიოვას ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილს ესპანური კლუბი ხეტაფეს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 20 საათის agoნახევარფინალებში ბათუმი და თსუ დაწინაურდნენ
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩების შემდეგ ის გუნდები დაწინაურდნენ, ვისაც მოედნის უპირატესობა ჰქონდათ....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი