გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დალასმა ალდამა ესპანეთის ნაკრებში არ გამოუშვა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ჯგუფში ესპანეთიც არის. თუმცა, მათთან თამაში არ მოგვიწევს. ერთია, ესპანელებმა ქულები ჩვენს კონკურენტებს უნდა წაართვან. აპენინელებს მოახლოებულ მატჩებში ერთ-ერთი ლიდერი, სანტი ალდამა დააკლდებათ.

ალდამა დალას მავერიკსის შეკრებაზე კი გამოცხადდა, მაგრამ ჯერაც არსებობს ძველი ტრავმის გამიზეზების რისკი და მისი გათავისუფლების გამო თავი შეიკავეს.

ჩუს მატეოს გადაწყვეტილებით, ალდამას ნაცვლად ახალ კალათბურთელს არ დაიმატებენ და საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 14 კალათბურთელი მოემზადება.

ალვარო კარდენასი, ბაბა მილერი, სერხიო და ლარეა, ხაიმე პრადილია, მარიო სენტ-სუპერი, დარიო ბრისუელა, ალბერტო დიასი, უგო გონსალესი, იზან ალმანსა, ვილი ერნანგომესი, ადაი მარა, სანტი იუსტა, ხუანჩო ერნანგომესი, ხოელ პარა.

ესპანეთის ნაკრებს 28 აგვისტოს შინ პორტუგალიასთან მატჩი ელის, 31 აგვისტოს კი, საბერძნეთს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი