გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დანია საქართველოსთან ლიდერებს მოისაკლისებს

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარის პერიოდში საქართველოს ნაკრები ორ მატჩს დანიასთან გამართავს. 27 თებერვალს სკანდინავიას ვესტუმრებით, ხოლო 2 მარტს თბილისში დავუხვდებით.

პირველი ფანჯრის დროს ორივე გუნდმა ორივე მატჩი წააგო და ჯგუფის აუტსაიდერები არიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ნაკრები გადის. შედეგად, ამ თამაშებს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი დანაკლისი ვიცით: გიორგი შერმადინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა; გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი; პრობლემა გვაქვს ლეგიონერთან დაკავშირებითაც – კამარ ბოლდუინს ტრავმა აქვს, სხვები ფორმაში არ არიან. როგორც ვიცით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ამ თემაზე მუშაობს. ერთ-ერთ კანდიდატად ტრაბზონის ამერიკელი მარკიზ რიდი მიიჩნევა.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი შემადგენლობას მოგვიანებით დაასახელებს, მანამდე დანიელებმა გამოაცხადეს ის კალათბურთელები, ვინც ჩვენებთან ითამაშებს. ამ მატჩებს სკანდინავიელებიც პრობლემებით შეხვდებიან: დანიას არ ეყოლება ორი მთავარი ვარსკვლავი თელ ავივის მაკაბიდან იფე ლუნდბერგი და იტალიური მილანის ლეგიონერი შევონ შილდსი. მეტოქე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კალათბურთელს მოისაკლისებს –სილვესტერ პედერსენი, დარკო ჯუკიჩი, იონას ზოჰორე და მადს ბონდე სტურუპი.

დანიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან სათამაშოდ

ადამ ჰეედე-ანდერსენი, გაბრიელ ვოგელი (ორივე სვენდბორგი), აუგუსტ მიოლერი (ფალკონი), ბაკარი დიბა (ბრეოგანი, ესპანეთი), დანე ერიკსტრუპი (გრონინგენი, ნიდერლანდები), დავიდ კრისტენსენი (ზამორა, ესპანეთი), გუსტავ დრეიერი, ოგბემუდია უაგბოე (ორივე ბლუ ჰოუკსი), გუსტავ კნუდსენი (მანრესა, ესპანეთი), ჯონათან კლუსმანი (პადერბორნი, გერმანია), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი (ბაკენ ბეარსი), ტობიას იენსენი (ულმი, გერმანია), ზარკო ჯუკიჩი (რეიკიავიკი, ისლანდია).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი